saqarTvelos mdinareebi - laxami
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კოდორის ქედი |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 60 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3.1 მ³/წმ |
მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2598 მ. სიგრძე 16 კმ. აუზის ფართობი 60 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,1 მ3/წმ.